კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა, არსებული ინფორმაციით, თანამდებობა უკვე დატოვა.
თავად ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, მას პრემიერ-მინისტრთან კონსულტაცია ჰქონდა, თუმცა, მისი განცხადებით, ამ შეხვედრაზე თანამდებობიდან წასვლის საკითხი განხილული არ ყოფილა. მისივე განმარტებით, ის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს და ახლაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კახეთის გუბერნატორის პოსტზე მის შემცვლელად „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი განიხილება.