ირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი 2016 წლის არჩევნებში მონაწილების მიღებას დამოუკიდებლად გეგმავს.

“პირWელ პრესკლუბში” სტუმრობისას შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუერთდება.

შიხიაშვილის თქმით, ის დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭს სავარაუდოდ თბილისში იყრის. მისივე განცხადებით, მას ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრობს.

“როდესაც გამოცხადდება საარჩევნო პერიოდი, მაშინ ვისაუბრებ ამ საკითხზე დეტალურად”,- აღნიშნა შიხიაშვილმა და აქვე დაამატა, რომ ის ხელისუფლების კრიტიკას არ აპირებს, რადგან მისი მიზანი საქმის კეთება იქნება.

მისივე თქმით, არჩევნები აჩვენებს, თუ რამდენად აქვს მას როგორც პოლიტიკურ პერსონას გამარჯვების შანსი.

შეგახსენებთ, რომ შიხიაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია “პირWელმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში“ვისაც ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს”
შემდეგი სტატია,,ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს”