შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა – ინფორმაცია “პირველების” ეთერში პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსს – 2 წლით პატიმრობა მიესაჯა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, რადგან ექს-მაღალჩინოსანი აშშ-ში იმყოფება.
ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა პროევროპული დემონსტრაციების ძალადობრივად დარბევის ფონზე დატოვა.















