ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ცნობით, მისი ძმა, ბაჩა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შაიშმელაშვილი Facebook-ზე წერს და ძმასთან მიმოწერის სურათსაც ავრცელებს, რომელშიც ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იტყობინება.

“ყველას ვერ გაათავისუფლებთ, ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ. მდაბიო პოლიტიკა გაქვთ”. – წერს შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიGDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
შემდეგი სტატიაშსს – მოვუწოდებთ 2 თებერვლისთვის დაგეგმილი შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონის საწინააღმდეგო ქმედებისაგან და პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში