შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი მასალების გასაჯაროებას აანონსებს.
ამის შესახებ მან TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სულ მალე ამუშავდება პლატფორმა, სადაც მისი თქმით, რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები გამოქვეყნდდება. “ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის”- თქვა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ძალიან ბევრი მასალა გვაქვს დამუშავებული, რომელსაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ. ეს იქნება ძალიან მოულოდნელი და მტკიცბეული რეჟიმისთვის. ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის” – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ამასთან, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს, რომ სისტემაში მყოფ პოლიციელებს საშუალება ექნებათ ანონიმურობის დაცვით იმ უკანონობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია ორგანიზაციას, რომელიც უწყებაში ხდება.















