“ჩემი ინფორმაციით, ხარაზიშვილსა და მის მოადგილეებს, მის ბანდფორმირებებს, რომელიც მის ვერტიკალში არის, ყველას დაწერილი აქვს განცხადება. დაახლოებით 70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე. გომელაური იყო ის ადამიანი, რომელსაც პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ჩემი მუშაობის პერიოდში, ხარაზიშვილი მინისტრის მოადგილეებს არ ემორჩილებოდა და მათ ბრძანებებს არ ასრულებდა. ხარაზიშვილი გომელაურის გარეშე უფრო მეტი ტვირთია, ვიდრე რამის გამკეთებელი. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბინძური და შავი საქმე უყოყმანოდ შეასრულოს”. – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა,- ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.
ვის ებრძვის, საკუთარ მოქალაქეებს? ახალგაზრდებს? ბრძოლა თუ უნდოდა, საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო და მოეკითხა, რა მდგომარეობაა იქ, – ასე პასუხობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ვახტანგ გომელაურის განცხადებას.
შს ყოფილმა მინისტრმა დღეს თქვა, რომ “ასეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ”.
ამასთან, ირაკლი შაიშმელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრის დროს ვახო გომელაურის მიერ პოსტის დატოვებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე სხვა ნებისმიერი ადამიანის დანიშვნით რეფორმები მაინც არ გატარდება.
გომელაური გადადგა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ახსენა, რომ რუსთველზე ბრძოლები გადავიტანეთო. ადამიანს, რომელიც 10 წელი მართავდა ძალიან საპასუხისმგებლო სამინისტროებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმდენი შეგნება, აზროვნება და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ გააჩნია, რომ სწორად შეაფასოს მიმდინარე საპროტესტო აქციები და შეადარა ბრძოლებს. ან ვის ებრძვის, საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის?.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა და არა ბრძოლები. თუ გომელაურს ბრძოლები უნდოდა და ამისი ნება ჰქონდა, საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო ბოლო 2 წლის განმავლობაში და მოეკითხა რა მდგომარეობაა. ან მის მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან რომ კლავენ, აეღო იარაღი და წასულიყო. ანუ, ვის ებრძვის, ახალგაზრდებს?, ჩვენი შვილების თაობას ებრძოდა და ამით იამაყა, ამით შეაფასა.
ესენი არიან დაბალი შეგნების ადამიანები, რომლებსაც არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ. გომელაურის წასვლით და ნებისმიერი სხვა პიროვნების მოსვლით სამინისტროში არანაირი რეფორმა არ გატარდება”. – ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.