ხაბეიშვილის შემთხვევაში, დაურეკეს მაშინ ქარცივაძეს და 3 შეურაცხყოფილი თანამშრომელი მოაყვანინეს გდდ-დან, რომლებმაც თქვეს, რომ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით. ანალოგიურად იყო აქაც [სპეცრაზმელების დაკავების შემთხვევაში], ფინანსური შეთავაზებები, – ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი გურამ როგავასთან ინტერვიუში.
,,მე ვიცი, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური დაბარებები შსს-ში თანამშრომლების და კონკრეტული ფინანსური შეთავაზება შეთავაზება ხდებოდა კონკრეტულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღების ნაწილში. ვიღაცა დათანხმდა, ვიღაცა არ დათანხმდა, როგორც ჩანს, ან რაღაცა გარკვეული უფრო მეტი კომპრომატი ჰქონდათ ამ ადამიანებზე, ან შუამავალი ჰყავდათ. მათ შესთავაზეს კონპენსაციები. მაქსიმუმ ერთ წელიწადში, სამწუხაროდ, საზოგადოებას დაავიწყდება როგორც კი დღის წესრიგიდან ჩაიწევს თემა და მათ გამოუშვებენ ციხიდან ერთგვარი შეთანხმება არის ეს.
მახსოვს 29-ში [აქციის დარბევის შემდეგ 2024 წლის 29 ნოემბერს] როცა ვესაუბრე, მაშინ უკვე და გადაწყვეტილი მქონდა წამოსვლა, მოვიდნენ [სპეცრაზმელები] იცი როგორ? აი, ბრძოლის ველიდან რომ ბრუნდებიან გამარჯვებულები, [ყვებოდნენ] რამდენი დალეწეს, რამდენი დაამტვრიეს და მერე ამაზე ვის რამდენი პრემია ჩაერიცხებოდა. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ერთგვარ სახედ იქცა ამ სისტემის და ამ სახეს ვერ ჩამოიწმენდენ ვერც კობახიძე, ვერც ყაველაშვილი, ვერც ივანიშვილი”,- ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
















