29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ირაკლი შაიშმელაშვილი: ჩემს ადვოკატს საბოლოო სიტყვის სასამართლოში წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა.

ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ მის ადვოკატს საბოლოო სიტყვის სასამართლოში წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა, რის გამოც საკუთარი განცხადების საჯაროდ გავრცელება გადაწყვიტა.

შაიშმელაშვილი წერილში აცხადებს, რომ მომავალში ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც, მისი შეფასებით, „უსამართლო საქმეების შესრულებაში“ მონაწილეობდა.

“დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო – და მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია.

სამწუხაროდ, ჩემს ადვოკატსაც კი არ მისცეს უფლება, ჩემი საბოლოო სიტყვა წაეკითხა სასამართლოში.

ამიტომ, აქ გავაზიარებ.

P.S აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს“,– წერს შაიშმელაშვილი და წერილის ფოტოებს ავრცელებს.

ინფორმაციისათვის, 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ჩავარდნილი 9 მაისი და “ოცნების” პანიკა — ზურაბიშვილი ხელისუფლების ქაოსსა და რუსეთის სისუსტეზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში შეყვანით, ექს პრემიერს პროვოკაცია მოუწყვეს