27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ირაკლი შაიშმელაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ირაკლი შაიშმელაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა:

“ამერიკაში წასვლა ჩემი არჩევანი არ იყო, იძულებით მომიწია აქ წამოსვლა. ძალიან რთული გზა გავიარე, რაც შეიძლება ბევრმა არ იცის. რთულია ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი. მარტივი არ არის ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, აბსოლუტურად დაუგეგმავად, მოუმზადებლად გადახვიდე სხვა ქვეყანაში და თავის დამკვიდრება.

მე მეამაყება, რომ ხან ამანათებს ვარიგებ, ხანაც სხვადასხვა სამშენებლო ჯგუფებში ვმუშაობ. რაც მთავარია, რასაც ვაკეთებ თუნდაც ჩემი ორგანიზაციის ნაწილში, ჩართვების ნაწილში, მე 17 წლის ასაკში ჩავიცვი ფორმა და ფიცი, რომელიც ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს დადებული, საზსღვრები და გეოგრაფიული არეალი არ გააჩნია და ვთვლი, რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა, ეს დადებული ფიცი პირნათლად შევასრულო. მე ჩამს შვილებს შევპირდი, რომ მათ ქვეყანაში აუცილებლად დავაბრუნებ”- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

13 მაისს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში თავშესაფარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა
შემდეგი სტატიაNew York Times: აშშ კუბის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ვენესუელის სცენარით გეგმავს