ირაკლი სესიაშვილი:თავდაცვის მინისტრის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა მაქვს

„რესპუბლიკური პარტიისა” და “ქართული ოცნების” გაყრის პროცესში წარმოქმნილი რისკების მიმართ კატეგორიული არ ვარ, მაგრამ თავდაცვის მინისტრის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა მაქვს, – ამის შესახება გადაცემა 2030-ში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განახცადა.

„ეს სპეციფიკური უწყებაა და განსაკუთრებული სტაბილურობა სჭირდება. მინისტრის გადადგომა-შეცვლის საკითხით სპეკულირება ჩემთვის მიუღებელია, რადგან ეს უწყებას ავნებს. ჩვენ ყველანი რიგითი ჯარისკაცები ვართ და თუ ქვეყნის საერთო ინტერესებს რომელიმე ჩვენთაგანი დასჭირდება, ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ეს მზაობა პასუხისმგებლობაა. მე გუნდის ნაწილი ვარ, ყოველთვის “ქართულ ოცნებასთან” ვიქნები და მთავრობის წევრად მოვიაზრები, პარლამენტის სიაში თუ სად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქით, ევროპული ღირებულებები ითვალისწინებს ისეთ გარემოებას, როცა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები მინისტრები არიან.

„ეს ჩვენ გვიკვირს, თორემ დასავლეთში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ საქართველოში არსებობს რისკები, ეს მინისტრები პოლიტიკურ პროცესში მხარეს წარმოადგენდნენ, პოზიციები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ და მთავრობის ერთიანი მოქმედების პოლიტიზირება მოხდეს. ეს რისკები ზედაპირზეა და თითოეული ჩვენთაგანი ხედავს“, – განაცხადა გადაცემა 2030-ში ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქმენეთი პრეზიდენტის განკარგულებით დილას ვარჯიშით იწყებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაარგენტინის პროკურატურა პრეზიდენტის შესაძლო ოფშორებს ამოწმებს