ირაკლი სესიაშვილი:ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

sesiaჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი. ბოლო 4 წლის მანძილზე ბევრჯერ მოგვიწია ერთად მუშაობა და ყოველთვის გაოცებული ვიყავი შენი ღრმა ცოდნითა და საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. როგორც თქვი, სუფთა ხელებით მოხვედი და სუფთა ხელებით ტოვებ პრემიერმინისტრის საპასუხიმგებლო პოსტს. შენ ძალიან ეფექტურად გაართვი თავი დაკისრებულ მოვალეობას ალბათ ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს საქართველოსთვის და არა მარტო ქვეყნის შიგნით იყავი ღირსეული, არამედ შენი ადგილი დაიმკვიდრე საერთაშორისო ასპარეზზე.ისტორიას დარჩება შენი ხელმძღვანელობით ქვეყანაში მიღწეული წარმატებები, განხორციელებული ძალიან სერიოზული რეფორმები და ბევრი კეთილი საქმე. ჩემთვის კი შენ ხარ მეგობარი, უშუალო, ალალი, გულიანი და ვაჟკაცი კაცი. ჩვენ წინ კიდევ ბევრი საქმე გველოდება. მეგობრობა კი – ბოლომდე. მადლობა, ირაკლი

ირაკლი სესიაშვილი

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: “ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება”
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი