ირაკლი სესიაშვილი-თურმე პოლიციელს რომ სცემო, პოლიციელზე რომ მოახდინო ძალადობა, ეს პოლიტიკურად მოტივირებულია

ჩვენი ოპონენტები ტაშს უკრავდნენ იმ პოლიციას,რომლებიც დარბევას გვაყურებინებდნენ პირდაპირ ეთერში და დღეს გვეუბნებიან,რომ თურმე პოლიციელს რომ სცემო, პოლიციელზე რომ მოახდინო ძალადობა პოლიტიკურად მოტივირებულია – ეს განცხადება,საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში სიტყვით
გამოსვლისას პოლიციელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.

,,ბატონო გიორგი, რა მომწონს თქვენში, მინდა გულწრფელად გითხრათ. პირველი
ის, რომ რეალობას საღი თვალით უყურებთ, პრობლემებს არ გაურბიხართ, პირდაპირ
იძახით რაც არის, ახდენთ ანალიზს და ასევე, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატურად
მოქმედებთ. დღეს თქვენ, ოპოზიციას, მთლიანად პარლამენტს შესთავაზეთ
შინაარსზე მუშაობა, საუბარი, კამათი და მგონი ახალი რეგლამენტი გვაძლევს
იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული
სადეპუტატო უფლებამოსილება, მაგრამ როგორც სჩვევია ხოლმე ჩვენს ოპოზიციას,
ამას გაექცა. ეს ხალხი, ძaლიან კარგად ერკვევა დემოკრატიაში, ოღონდ მხოლოდ
თეორიულად, პრაქტიკაში არიან ოროსნები. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც
ქვეყანას მართავდა ვითომ დემოკრატიული წყობილებით და რეალურად იყო პირველი
მოძალადე.
ჩვენი ოპონენტები ორმაგი სტანდარტით უდგებიან და თავის დროზე ტაშს
უკრავდნენ იმ პოლიციას და ძალოვან უწყებებს, რომლებიც არბევდნენ 26 მაისს,
7 ნოემბერს, 15 ივნისს და სისხლიან ქუჩას, დარბევას გვაყურებინებდნენ
პირდაპირ ეთერში და ამას ამართლებდნენ, დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე
პოლიციელს რომ სცემო, პოლიციელზე რომ მოახდინო ძალადობა, ეს პოლიტიკურად
მოტივირებულია. მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენ, არც მათ არ სურთ, რომ ამ
ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პოლიცია, ან სხვა სამართალდამცავი ორგანოები,
რომელთა მიმართ ძალადობა რაიმე ფორმით იქნება გამართლებული და მე მესმის,
რომ თქვენი კოლეგაა, თქვენი პარტიის წევრია, მაგრამ თუ თქვენ სახელმწიფო
ინტერესებით მოქმედებთ, ამ შემთხვევაში ეს უნდა მიიღოთ როგორც სწორი
მაგალითი, რომელიც თქვენი მხრიდანაც, როგორც მიდგომა პოლიციის და
სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ უნდა იყოს ადეკვატური. სამწუხაროდ, მართლაც
ძალიან მძიმე საარჩევნო პერიოდი გვქონდა და ჩვენ რა ვიხილეთ? პირველი
დარტყმა, ვისზეც ჩვენმა ოპონენტებმა მოახდინეს, გახლდათ ჯარი, პოლიცია,
რომელთა დაყოფა, გაყოფა, პოლიტიკურად გადანაწილება სურდათ, რაც არ
გამოგივიდათ. მე როდესაც ვამბობ, რომ აქ სიმართლეც ითქვა-მეთქი, დიახ, მე
ვფიქრობ, რომ ჩვენ პოლიცია არ დავიცავით ისე, როგორც საჭირო იყო და
გარკვეულად, მოვახდინეთ ჩვენი ოპონენტების თუ გარკვეული ჯგუფების
პროვოცირება და ეს უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ და აღარ დავუშვათ. იმიტომ, რომ თუ
ჩვენ პოლიციელს არ დავიცავთ, მაშინ პოლიციელმა რატომ უნდა დაიცვას ჩვენი
მოქალაქეები? რატომ უნდა დაიცვან ქვეყანა? მგონი ყველას კარგად გვესმის ეს
‘’,- განაცხადა ირკალი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,შს მინისტრს ვერ დავეთანხმები, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არის”
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით რომ არ შესრულებულიყო, ახალ მხარდაჭერას ვერ მივიღებდით