ირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმეს NDI-ს კვლევების სჯერა, “ნაციონალურ მოძრაობას” უსმენს

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაცია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოციაციებს იწვევს.

როგორც სესიაშვილმა NDI-ის კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმეს NDI-ს კვლევების სჯერა, “ნაციონალურ მოძრაობას” უსმენს.

“NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არ იცვლება. შეგიძლიათ ყოველი NDI-ს გამოკვლევის შემდეგ, ჩემი ინტერვიუ გაუშვათ ისე, რომ არც მკითხოთ, რადგან ის კვლევითი ცენტრი, რომელიც უშუალოდ ატარებს ამ კვლევებს და თუ ვინმეს ამ კვლევების სჯერა, ე.ი. ისინი უსმენენ “ნაციონალურ მოძრაობას”, იმიტომ, რომ მათთან საკმაოდ ასოცირებულია ეს ორგანიზაცია. ასე რომ, მიჭირს რაიმე სახის კომენტარი გავაკეთო. საბოლოო ჯამში, მე ვენდობი იმ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი აკეთებდა და გააკეთებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური სივრციდან გამოვრიცხეთ ხელისუფლების ძალადობა მოქალაქეთა მიმართ”
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: დანამატების და პრემირების სისტემა, რა თქმა უნდა, დასახვეწია