ირაკლი სესიაშვილი : სიკვდილით დასჯის შემოღება აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიკვდილით დასჯის შემოღება აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელია.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს გამოეხმაურა.

„საქართველოში კანონით სიკვდილით დასჯა არ არსებობს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რას მიიღებს, არ ვიცი, თუმცა ეს შეურაცხმყოფელია აფხაზი ადამიანების მიმართ. 21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯა სირცხვილია და იქ, სადაც რუსული ოკუპაციაა, ასეთი ანომალიები ხდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტისა და იმპორტისთვის სიკვდილით დასჯა დაწესდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ბრექსიტი საქართველოსთვის არის შანსი, გაწევრიანდეს ევროკავშირში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში მასშტაბური ცვლილებები შევა