ირაკლი სესიაშვილი: „სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული აქილიკებს პირბადეებს“

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალები ეცადნენ, რომ ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება. ასევე მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში. ეს წარმოება გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტრო და „დელტა“ ასევე, მუშაობს სხვა საშუალებებზე, რაც არის მისასალმებელი. მინდა ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები კრიზისის დაძლევის საქმეში“, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.​

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაშოთა შალელაშვილმა StopCoV ფონდში 1 მლნ ლარი გადარიცხა