ირაკლი სესიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადებას “არასერიოზულს” უწოდებს

თქვენი თეთრი ცხენი გადანახეთ ოდესაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებას თბილისში ეხმაურებიან.

განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, გააკეთა, რომელმაც კრემლს მათ მიერ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს ახსენებს.

„ჩვენ ერთგვარად შევეჩვიეთ რუსეთის პოლიტიკურ რეაქციას ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ სხვადსხვა ტიპის საერთაშორისო დონის წვრთნებზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის ცნობილია, რომ ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. საუბარი იმაზე, რომ ქვეყნებმა არ უნდა იმუშაონ და არ უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვისუნარიანობა, ეს არასერიოზულია. პირიქით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ვინმეს მიმართ, ეს არის რუსეთი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეში დარღვევით აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადღეს Mercedes-benz Fashion week–ის ფარგლებში ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენება გაიმართა