ირაკლი სესიაშვილი – რუსეთის მხრიდან ყოველთვის ვიღებთ არაადეკვატურ განცხადებებს, ასეთია ოკუპანტის სახე

რუსეთის მხრიდან ყოველთვის ვიღებთ არაადეკვატურ პოლიტიკასა და განცხადებებს, ასეთია ოკუპანტის სახე, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველო ორიენტირებულია მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე იმაზე, რომ დეოკუპაცია მოხდეს მშვიდობიანი გზით.

„კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ მისგან განსხვავებით ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სამართლის უკლებლივ ყველა ნორმას იცავს. ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ორიენტირებულია, რომ დეოკუპაცია მოხდეს მშვიდობიანი გზით. კრემლმა ყველაზე კარგად იცის, რომ მშვიდობის გარანტი არის ნატო. ამიტომ, თუ მას უნდა სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი, მას უნდა უხაროდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთის მხრიდან ყოველთვის ვიღებთ არაადეკვატურ პოლიტიკასა და განცხადებებს, ასეთია ოკუპანტის სახე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არ გიხსენებიათ რუსეთი, იმედია არ ხართ დაკომპლექსებული იმ უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში რომელსაც ადგილი აქვს” – კაკულია იზორიას მიმართავს
შემდეგი სტატიაპოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა