ირაკლი სესიაშვილი: რომელი კენედი გივი თარგამაძეა, ვის რაში სჭირდებოდა?

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ენმ-ს წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება არანაირად არ შედიოდა ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებში.

სესიაშვილმა მომხდართან დაკავშირებით, საკუთარ ეჭვებზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ აფეთქება დაემთხვა “კურიერის” მიმდინარეობს, “ნაციონალური მოძრაობის” წარდგენას გადაცემა “არჩევანში” და დღეს დაგეგმილ აქცია.

„ეს ხდება კურიერის გაშვების დროს, ეს ხდება იმ დროს როდესაც ენმ ახდენს თავისი გუნდის პრეზენტაციას, იმ ფონზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ატარებს მეორე დღეს აქციას და იმ ფონზე როდესაც უნდა მომხდარიყო ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება… გივი თარგამაძის წინააღმდეგ ჩატარებული აქტი სცდება ლოგიკას და რეალობას, რომელი კენედი გივი თარგამაძეა, ვის რაში სჭირდებოდა?… ჩვენ თუ ინტერესებზე ვსაუბრობთ, ენმ-ს აქვს ამის ნიჭი.“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშარაშენიძე: თუ ტერაქტი რუსეთმა მოაწყო, ე.ი. ძალიან დასუსტებულია კონტრდაზვერვა
შემდეგი სტატიაევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ხანძრის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს