ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნიაე.წ კაბელების საქმეს მე უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე – ყველა დანარჩენი, მაგრამ შეფასებისგან ყველა ეტაპზე თავს ვიკავებდი და ახლაც ვიკავებ, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.

“ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც სურს, ეს ღირსეული ადამიანები, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან, მართლები იყვნენ, მაგრამ მტყუან-მართლის დადგენის უფლება მე არ მაქვს და ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა პროცესს ავნებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ალასანიამ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ამ საქმის პოლიტიზირება თავად დაიწყეს.

“მაშინ, როცა ეს 5 ადამიანი დააკავეს და ბატონი ალასანია მივლინებიდან ჩამობრძანდა, კი არ დაინტერესდა, რა მოხდა და ამ ადამიანებს რაში ედავებოდნენ, თემის პოლიტიზირება აეროპორტშივე მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში იმ დღესვე დასდო ბრალი. ხომ შეიძლება, რეალურად გაგიჩნდეს კითხვები, რა მოხდა და შენს თანამშრომლებს რაში ედავებიან?!”, – გაანცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თემის პოლიტიზირების პროცესში მტყუან-მართლის გარჩევა საზოგადოებისთვის ძალიან რთული ხდება.

“ამ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება ზიანს იღებს და არა მგონია, ვინმეს მიზანმიმართულად დასჯა ჩვენი ხელისუფლების ინტერესი იყოს. ამ პროცესში ნაკლებად ვხედავ ხალხს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, სიმართლეში გაერკვნენ. უფრო მეტად ვხედავ ინტერესს, ეს ვითარება პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, თუ საიდან ჰქონდა დავით საგანელიძეს საქმის შესახებ ინფორმაცია.

“ჩვენ “თავისუფალი დემოკრატების”, დეპუტატების, საპარლამენტო კონტროლის ინტერესებიდან გამომდინარე ეს საქმე გამოვითხოვეთ და თავიდან ბოლომდე გავეცანით და ბუნებრივია, დავით საგანელიძეს, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრი იყო, ინფორმაცია ჰქონდა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. კაბელების საქმის გარკვეული ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გასაიდუმლოებულია.

“მიკვირს არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების იმაზე აპელირება, რომ ამ საქმეში ყველაფერი იციან. მათ ყველაფერი ვერ ეცოდინებათ და არც უნდა იცოდნენ, რადგან ამ საქმის გარკვეული ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გასაიდუმლოებულია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჟურნალისტმა ფოთის მერს პოლიციის ყოფილი უფროსის “საქმენი საგმირონი” შეახსენა