ირაკლი სესიაშვილი: “ნაცმოძრაობა” ცდილობს, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

სესიაშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველომ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობენ, მათი პარტნიორი პარტიის მეშვეობით ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” უსაფრთხოების სამსახურის მიმართაც დისკრედიტაციის მცდელობა გაჩნია.

სესიაშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილი სიტყვები გაიხსენა, და განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაგმო ე.წ. ფარული ვიდეო ჩანაწეების საკითხი და ნაძირლები უწოდა, მათ ვინც ეს შექმნა და ორგანიზება მოახდინა.

“ერთი რამ მაინტერესებს – თუ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 28 ათასი ფარული ვიდეო ჩაწერას, ადამიანების წამებას, ბიზნების დატერორებას და თქვენ იყავით ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?! თუ უბრალოდ, თავი არ გქონდათ, რომ სიტუაცია გაგეკონტროლებინათ და თქვენ დღეს ოპოზიციაში ხართ და ვინმეს კონტროლს შეძლებთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც მართავდით ქვეყანას და დღეს იგივეს აკეთებთ ოპოზიციაშიც. გვეუბნებით, რა კარგია ევროატლანტიკური არჩევანი, მეორეს მხრივ, ამ პროცესს ებრძვით”, – აცხადებს სესიაშვილი.

მისივე განცხადებით, “ნაცმოძრაობას” ოდეერებთან მიმართებითაც ორმაგი სტანდარტი ჰქონდა და “ოდეერების” მეშვეობით მართავდნენ ქვეყანას.

“მინდა იცოდეს საზოგადოებამ, ეს სისტემა გავაუქმეთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში მიღებულია ასეთი სისტემა”,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა მოსკოვს ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს განახლდება