ირაკლი სესიაშვილი : გიორგი რურუას განცხადება არის მაშველი რგოლი, რომელიც ერთხელ უკვე მიაწოდა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის პოლიტიკური რისკი არ არსებობს, რადგან მმართველი გუნდი მზადაა, ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, რეფორმას ასევე მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

„მათზე პოლიტიკური ზეგავლენა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან რისკი არ იარსებებს და იმედია, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამას შესაბამისი პასუხისმგებლობით შეხვდებიან“,- აღნიშნა სესიაშვილმა.

ამასთან სესიაშვილი გიორგი რურუას განცხადებას უწოდებს მაშველ რგოლს, „რომელიც მან ერთხელ უკვე მიაწოდა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკური ჩიხი თავად შექმნეს და გამოსავალ ისევ რურუას სთხოვეს.

ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. თუ ეს დადგმული სპექტაკლია და ეს პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, რაზეც დიპლომატების სწორი მოწოდება იყო, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან პასუხისმგებლობა არის ყველგან და ყოველთვის. თუ ვაჟკაცობა ამ ეტაპზე ეყოთ, ესეც კარგია“,- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა გიორგი რურუამ.

„მესმის ჩემი მეგობრების პოზიცია, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს გიორგი რურუა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ქვარაია: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის არ მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაოგნებული დატოვა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები
შემდეგი სტატიადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი