ირაკლი სესიაშვილი: გარკვეული ჯგუფებისგან პოლიტიკური სპეკულირებისთვის მორიგი ფონის შექმნის მცდელობაა

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი პარლამენტში კომიტეტის დახურულ სხდომაზე უნდა მივიდეს. ამის მიზეზად კი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობის ამაღლებას ასახელებს.

უმრავლესობის ნაწილი ფოფხაძეს არ ეთანხმება. აღნიშნულ მოთხოვნას ოფიცილურად ბიუროს უახლოეს სხდომაზე დააყენებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

„მთელი მანქანა მუშაობს იმისათვის, რომ ეს ძალიან რთული საქმე გამოვიძიოთ. პირველ რიგში ეს აზიანებს ხელისუფლებას, სახელმწიფოს და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესი აქ ძალიან მაღალია. მე მეჩვენება, რომ პოლიტიკური სპეკულირებისთვის მორიგი ფონის შექმნის მცდელობაა გარკვეული ჯგუფებისგან, ვიდრე ის, რომ ჩვენ რეალურად ხელი შევუწყოთ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი შოთაძის მხრიდან დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას საპარლამენტო უმცირესობის რიგებშიც აუცილებლობად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები მთავარი პროკურორის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ
შემდეგი სტატიასანკტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში ორი მედდა მოკლეს