ირაკლი სესიაშვილი : დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 5 სამხედრო მოსამსახურიდან 2 მარნეულის მუნიციპალიტეტის ბლოკ-პოსტთან იმყოფებოდა. ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თვადმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სამხედროებს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ.

„პირველ რიგში, ცხადია, უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი. ამ პირობებში, შესაძლებელია, რომ ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოლური წესით მოახდინა ყველა ნორმის დაცვა, ისინი იზოლირებულები არიან, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აქ იყო. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და დაგაიმედოთ, რომ სავარადაუდოდ მათ არ დაუდასტურდებათ. ამას უკვე ოფიციალურად თავდაცვის სამინისტრო იტყვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილალი ტურძელაძის განცხადებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : რთული სცენარებისთვის ვემზადებით, მაგრამ ვართ მოტივირებული