ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თარიღთან დაკავშირებით ერთად ჩამოყალიბდებიან.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები გადაწყვეტილების მიღებისას დაეფუძნებიან გონიერებას და რაციონალურობას. დარწმუნებული ვარ, რომ თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება, პრეზიდენტი და პრემიერი ერთად ჩამოყალიბდებიან. მთავარია, ჩვენ ისეთი გონივრულო ვადა შევარჩიოთ, რომელიც საკმარისი იქნება, რათა პოლიტიკურმა ძალებმა ჩაატარონ თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, მოხდეს რესურსების დაზოგვა.

„ამასთან, საზოგადოებოსთვის მისაღები უნდა იყოს ის მოცემულობა, სადაც ჩვენ დავაკმაყოფილებთ იმ პოლიტიკურ ინტერესს, რასაც ქვია არჩევნების ჩატარება – ქვეყანას არ შევუქმნით დამატებით ბარიერებს, რომ კრიზისული ვითარება შეიქმნას. მე ვფიქრობ, პრეზიდენტსა და პრემიერს არ გაუჭირდებათ ამ პრინციპებზე ჩამოყალიბება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა სახელმწიფოს შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს და ეს როლი გრძელდება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: აპრილში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა