ირაკლი სესიაშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დასკვნის შემდგომ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს იმ რეალურ მიზეზს, თუ რა და როგორ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დასკვნის შემდგომ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს რეალურ მიზეზს, თუ რა და როგორ მოხდა. გამოძიების პროცესს უნდა დაველოდოთ. ამ პროცესში ყველა ჩართულია, ადვოკატები და პროკურატურა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ უკრაინის ელჩი დაიბარა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, შეშფოთება გამოხატა