ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც 6 დეკემბერს, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებაზე განიხილება ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის, ამ კუთხით საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხები.

აღნიშნულ ღონისძიებაში პარლამენტის წევრები კონგრესმენ რობერტ პიტენგერის და სენატორების ლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბურის მოწვევით მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიბასა ფოცხიშვილი : ვფიქრობ, საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დახვეწილი უნდა იყოს
შემდეგი სტატია„იმდენად შეშინებულები არიან, რომ იმასაც ვერ ბედავენ, თბილისში ჩაატარონ ინაუგურაცია” – ზაალ უდუმაშვილი