ირაკლი სესიაშვილი: ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები ქვეყნის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს

ირაკლი სესიაშვილი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება. მისი განცხადებით ნატო საქართველოს არჩევანია და ცალკეული დეპუტატების მიერ გამოთქმული აზრი, ქვეყნის არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს:

„ის ინტენსიური ურთიერთობა, რაც ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში გვაქვს, არასდროს გვქონია ასეთი ინტენსიურობა. ცალკეული დეპუტატების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, ვფიქრობ, რომ მთლიანად ემყარება მათ პირად მოსაზრებას და ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ის საერთო, სახელისუფლებო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის ქვეყნის უპირატესობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში სააბაზანოს კედელი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილმა პროკურატურა დატოვა