ირაკლი სესიაშვილი ბოდიშს იხდის

,,ჩემი გამონათქვამის გამო “სულ რაღაც” ვიღებ თქვენს ობიექტურ კრიტიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამისთვის. ჩემი სურვილი იყო იმის ხაზგასმა, რომ პირველ ორ საათში პოლიცია არ იყენებდა ძალას და მხოლოდ შეკავებით ფუნქციას ახორციელებდა”-ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ოფიციალურ გვერდზე დაწერა

საზოგადოების კრიტკიკა სესიაშვილის იმ განცხადებას მოჰყვა,სადაც უმრავლესობის წევრმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა ,რომ დაშავდა სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი. მისივე თქმით დამატებითი ძალების გამოყენება იყო იძულებითი აუცილებლობა.

“ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში. და ის რაც შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ. და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური მადა მათი არის აი ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული”, – განაცხადა მანამდე სესიაშვილმა

banner
წინა სტატიაში“ქართველი უნდა ჰგავდეს ქართველს” – გუდაურში ადგილობრივებმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს
შემდეგი სტატიაბიზნესმენები მზად არიან, სიაში გამსვლელ ადგილზე ჩაწერის სანაცვლოდ, 1 მილიონი დოლარი გადაიხადონ