ირაკლი სესიაშვილი: ბარიერის 4%-ზე დაბლა დაწევა დაწევა პარლამენტის აჭრელებას გამოიწვევს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

2016 წლისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვს. არასაპრლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრთან შესახვედრად ემზადებიან.
ოპოზიციის მოთხოვნებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის 4%-მდე დაწევა ,,პარლამენტი აჭრელებას” გამოიწვევს.
„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს, რომ ბარიერი 4%-მდე დაიწიოს 5%-ის ნაცვლად, ვფიქრობ, რომ ნორმალურია ჩვენი დემოკრატიისთვის, კიდევ უფრო დაწევა პარლამენტის აჭრელებას გამოიწვევს, რამაც შეიძლება პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს. პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს საკუთარი წარმომადგენლის ყოლა იმ ინტერესით აქვთ, რომ მათ ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე. 2%-ის შემთხვევაში შეიძლება ერთი ადამიანი გაიყვანონ. თუ ვიღაცას სურვილი აქვს, რომ ერთი ადამიანი პარლამენტში მოხვდეს, ამისთვის არის რაღაც ერთკაციანი პარტიები. თუ ამისთვის კეთდება ჩემი აზრით ეს საზოგადოებისთვის მიზანშეწონილი არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ
შემდეგი სტატია“საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესამაბემა იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთო-მ”