ირაკლი სესიაშვილი : არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ, მშვიდ გარემოში, ხოლო პროვოკატორებს კანონის ფარგლებში საკადრისი პასუხი გაეცემათ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სტრატეგიაა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, რომ როგორმე საზოგადოებაში პროტესტი გააღვივონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აქტივისტებზე ანგარიშსწორებასა და თავდასხმებზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ფონის შექმნას ცდილობს, რომ შემდეგ მასზე დაყრდნობით პოზიციები გაიმყაროს.

ამასთან, დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდება.

„ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ, მშვიდ გარემოში და დაინახავთ, როგორი მომზადებული იქნებიან მხოლოდ პროვოკაციებისთვის, რათა შემდეგ სალაპარაკო ჰქონდეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ყველას ახსოვს, მათი მმართველობის დროს როგორ ტარდებოდა არჩევნები. ჩვენ დავამკვიდრეთ ჩვენი სტანდარტი, რომელიც არასდროს შეიცვლება. „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუყალბებია არჩევნები და არც არავინ აპირებს გაყალბებას, პირიქით, არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდ გარემოში“, – განაცხადა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ პროვოკატორებს კანონის ფარგლებში საკადრისი პასუხი გაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი ფინანსური ჯარიმა დააკისრა