17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ირაკლი რუხაძის ჩვენება სასამართლოში: გარდაცვალებამდე ბადრი პატარკაციშვილი ღრმა დეპრესიაში იყო

x

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო, ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს “იმედში” განვითარებულმა მოვლენებმა, “მოკლა ბადრი”.

რუხაძემ დაკითხვისას ახსენა კონკრეტული ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებაც ბადრი პატარკაციშვილმა „იმედის“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების მაშინდელ ხელმძღვანელ, გიორგი თარგამაძეს დაავალა, თუმცა თარგამაძემ აღნიშნული მასალის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.

“არ ვიცი, რა ხდებოდა 2006 წელს, როცა გირგვლიანის ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ამბავი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა აირია ხელისუფლებასთან. მოგვიანებით ვითარება დალაგდა რკინიგზის თემის გარშემო… სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიაში უცვლიდა საქართველოს რკინიგზას.

მოხდა ტელევიზიაში შევარდნა, აპარატურის დამსხვრევა, ხალხის დარბევა. მთელი აპარატურა გაანადგურეს…. როცა ჩვენ დავბრუნდით, ვნახეთ “რუსთავი 2”-დან, პირველი არხიდან გამოტანილი აპარატურა, რომლებსაც ამავე ტელევიზიის სტიკერები ეკრა უკან. ეს აპარატურა იმიტომ მოიტანეს, რომ ელჩებისთვის ენახებინათ, აი, აქ არის აპარატურა, არაფერი გაგვინადგურებიაო…

(“იმედის” დარბევის მერე) ბადრი პატარკაციშვილი იყო ინგლისში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა სატელიტური ტელეფონით. საღამოს სახურავზე ავედი და დავურეკე, მითხრა, რაღაც გავუგზავნე [გიორგი] თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო. მივედი თარგამაძესთან და მითხრა, “აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო დამეთანხმები, რომ რისკიანია მისი გაშვებაო”. მითხრა, “საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთ მისი გაშვებაო”… მერე, დღის განმავლობაში ის ჩანაწერი გაუშვა “რუსთავი 2”-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა…მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში.

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო”, – განაცხადა რუხაძემ

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
შემდეგი სტატიაგერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ