ირაკლი რუხაძე: საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, რომ ჩვენ გავხდეთ პოლიტიკური ძალა

საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე IRI-ის კვლევებს აფასებს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ადამიანების და პოლიტიკოსების ნაწილში, რეიტინგში პირველ ადგილზე არის პაატა ბურჭულაძე.

საქართველოს განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ მათ კონკრეტულად სამომავლო გეგმები არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებრივი აზრი მათთვის მოტივაცია გახდეს.

“კვლევა ბუნებრივია ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებაში ასეთი მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენ გავხდეთ პოლიტიკური ძალა, რეალურად ამას ჩვენ ვგრძნობთ ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონებში ვატარებთ, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით ბატონი პაატა და ჩვენ თანალიდერები გავმართავთ შეხვედრას და გადავწყვეტთ თუ რა იქნება ფონდის სამომავლო გეგმები“ – განაცხადა რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: IRI-ს კვლევის შედეგები NDI-ს მსგავსად, რეალობას არის აცდენილი
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის შედეგად ჯიქიას ქუჩაზე კორპუსის სარდაფი და პირველი სართული დაიტბორა