„ირაკლი რუხაძე მატყუარაა“ – ხმაურიანი აქცია და მაუდის ქარხნის დაზარალებული თანამშრომელთა მოთხოვნები

მაუდის ქარხნის დაზარალებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს. „ირაკლი რუხაძე მატყუარა“ – ეს იყო აქციის ლოზუნგი, რომლის მონაწილეებიც ამტკიცებენ, რომ 2013 წელს, ქარხნის მაშინდელმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ 600 თანამშრომელი მოატყუა და სამსახურის გარეშე დატოვა.

დაზარალებულები ასევე, ამბობენ, რომ საწარმოში 17-წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ, ისინი კომპანიაში აქციებსაც ფლობდნენ, თუმცა უკანონო გარიგების სანაცვლოდ რუხაძემ მაუდის ქარხანა გაყიდა და მათ კომპენსაციები არ გადაუხადა. ამავე მოთხოვნით, დაზარალებულმა აქციონერებმა „ლიბერთი ბანკის“ მფლობელის სახელზე განცხადებაც შეიტანეს.

“რუხაძე დაჰპირდა თანამშრომლებს, კომპენსაცია რომ მიეცა, დღემდე არ მიუღია ამ ხალხს,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ: ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია „იმედსაც“ ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ტერორიზმი – ზალკალიანმა აშშ-ში ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა
შემდეგი სტატია„საქმე ეხება ჩანაწერს“ – ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს