19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ირაკლი რუხაძე: ლიბერთი ბანკში წილს არ ვიტოვებთ

“ჩვენ საერთოდ გავდივართ. ლიბერთი ბანკში წილს არ ვიტოვებთ. გავდივართ ამ ინვესტიციიდან. ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რომელმაც ყოველთვის უნდა რაღაცა ვიყიდოთ, რაღაცა გვქონდეს და რაღაცა მომგებიანობას რომ მივაღწევთ, მერე გამოგვაქვს ბაზარზე. ყველა ჩვენი კომპანია ასეა”,_  თქვა ლიბერთი ბანკის ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ მას შემდეგ, რაც ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაზისბანკმა რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობა მიიღო და ის ლიბერთი ბანკის 95.99%-ის მფლობელი გახდა.
ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. რუხაძემ მიმდინარე წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა “ოცნების” პროპაგანდისტული TV იმედიც.
banner
წინა სტატიაშირომის პაპი: სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული
შემდეგი სტატიააზარტული თამაშების კომპანიებისთვის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება