12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირაკლი ქურდაძე: “ფასის რეგულირება შესაძლებელია, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს”

კომპანია „ფრიქსის“ დირექტორი ირაკლი ქურდაძე ფასების ზრდის მთავარ პრობლემად მწარმოებლებისთვის ქსელური მარკეტების პირობებს ასახელებს. მისი თქმით, ფასების დარეგულირებისთვის საჭიროა, ქსელმა მოიკლოს მარჟა, რაც საქმეს მწარმოებლებსაც გაუადვილებს.

“მაღალი მარჟების, ქეშბექების მოთხოვნა ჩვენთვის, ქართველი მწარმოებლებისთვის არის ყველაზე დიდი ბარიერი, რომ მივაღწიოთ როგორც ფასის რეგულირებას, ასევე, ზოგადად, გადავრჩეთ. შესაძლებელია (ფასების რეგულირება) თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ძალიან რომ გავამარტივოთ, ვიღაცის ჯიბიდან ეს უნდა დააკლდეს. ეს არის ქსელი დღეს, ვინც აკონტროლებს ბაზარს და შესაბამისად, ქსელმა უნდა გააკეთოს ოპტიმიზაცია. აქამდე მიმდინარეობდა პროცესი, ბოლო 5 წლის განმავლობაში. იცით, რომ უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს უკვე ქსელურმა მაღაზიებმა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი კარნახობენ ბაზარს უკვე იმ პირობებს, რისი შესრულებაც გვიწევს მწარმოებლებს. თუ არ შევასრულებთ, დახლიდან მოვიხსნებით”, – ამბობს ირაკლი ქურდაძე.

შეგახსენებთ, რომ ფასების კომისიის მესამე შეხვედრა დასრულდა. ირაკლი კობახიძე დღეს ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოზე: “ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა”
შემდეგი სტატიალაშა პაპაშვილი: “სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესვლა მოსაწონი არ არის”