25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციაში ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” ძველი მემკვიდრეობისა და ელექტორატის გაყოფაზე მიმდინარეობს

ოპოზიცია სრული დესტრუქციის ფაზაშია შესული. ეს დესტრუქცია არა მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ შიდა დესტრუქციაა, რომელიც შეურაცხმყოფელ განცხადებებზეა გადასული, –  ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება.

„საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს. წარუმატებლობის გადაბრალების მცდელობა აქვთ. ახლა ბრძოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მემკვიდრეობის გაყოფაზე – ელექტორატის სიმპატიებზე. ამას ვერ იყოფენ და თან საკუთარ ეგოებს ვერ მართავენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფავლენიშვილი: “ოპოზიციის ალიანსს” ამ ეტაპზე არ ვტოვებთ, მაგრამ იქ არასამუშაო გარემოა
შემდეგი სტატიარუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნური მითაგვარიას დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა