5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობას” ამ დაშლა-შეერთებით საქართველოსთვის სასარგებლო მელოდია არ გამოუვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებას ეხმაურება.

„ეს გაერთიანებაც ეფემერულია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის არც ერთი პარტია, არც ერთი პარტიული სია. რაღაცა ახალი პროექტი ჩაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, ამ ახალი პროექტის გარშემო, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები გაერთიანდეს. შედეგი ამ შემთხვევაში, რაიმე რეალურად, ახლის მომტანი არ არის. თუ ჩვენ გავიხსენებთ კრილოვის იგავს, ეს არის როდესაც „მუსიკოსები გადალაგდებიან ხოლმე, ხან ისე, ხან ასე, მაგრამ მათ მუსიკა მაინც არ გამოსდით“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დაშლა-შეერთებით საქართველოსთვის სასარგებლო მელოდია არანაირად არ გამოუვა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ვერ დავადასტურებ, რომ სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის
შემდეგი სტატია“თქვენ გაქვთ შანსი დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი”- 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული მოსამართლეს