8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნას ეხმაურება

მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოს
მას აქვს უფლება, თავისი, კერძო საქმიანობა აწარმოოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა
, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარაა, რაც მას კერძო სექტორში საქმიანობის სრულ უფლებას ანიჭებს.

“არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. გამომდინარე აქედან, მას აქვს უფლება, როგორც ყველა მოქალაქეს, თავისი, კერძო საქმიანობა აწარმოოს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს
შემდეგი სტატიაორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება