9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით რეალური აღქმა არ გააჩნია

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება.

„ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ამ პარტიებს და მათ პარტნიორებს ისე აქვთ საქმე, რომ საქართველოში ლეგალური შეხვედრის სურვილიც კი აღარ გააჩნიათ. სადღაც კონსპირაციულად მიდიან, შემდეგ ეს ხდება ცნობილი და ათასგვარი ჭორ-მართალის საბაბი ხდება. ეს ის რეალობაა, რაც თავად და მათმა პატრონებმა შექმნეს. იმის გარჩევა, გაერთიანებას სააკაშვილის გარშემო ურჩევდნენ თუ მის გარეშე, არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, თორემ საქართველოს მიმართ მათი მიზნები მანკიერი იყო. ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელიც მრავალ დანაშაულშია მხილებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა. მათთვის დემოკრატიული პროცესები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გეოპოლიტიკური არეულობის დროს ისე მოიქცევა, როგორც ეტყვიან – ტოტალური დაპირისპირება რუსეთთან, რაც საქართველოსთვის დამაგრეველი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება