ირაკლი ფირცხალავა: ირაკლი მამალაძე კუდ-ის აგენტი იყო, ფსევდონიმით – “პრესა”

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის იდენტიფიცირებას ახდენს და აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ძალოვან სტრუქტურებში მისი მუშაობის დროს გადაიბირეს და ფსევდონიმად “პრესა” შეურჩიეს.

ირაკლი ფირცხალავას თქმით, მას ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.
„ირაკლი მამალაძე გადაბირებული იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ , ფსევდონიმით „პრესა“. მას აქტიურად იყენებდა კუდი მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად , საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად, ლგბტ პირებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებისთვის, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების მოპოვებისთვის.
იგი იყო ე.წ აგენტი-პროვოკატორი, რომელსაც ეძლეოდა კონკრეტული დავალება ამა თუ იმ ჟურნალისტის, სასულიერო პირის თუ ლგბტ თემის წარმომადგენლის ნდობის მოპოვებით მიეღო მაკომპრომეტირებელი კონკრეტული ინფორმაცია და ამ ინფორმაციას უკვე სხვა თანამშრომელი იყენებდა, მათ გადასაბირებლად.
ამ გზით არაერთი სასულიერო პირი, ჟურნალისტი და ლგბტ თემის წარმომადგენელი იქნა გადაბირებული სპეცსამსახურების მიერ“- წერს ირაკლი ფირცხალავა ციხიდან “კურიერისთვის” გაგზავნილ წერილში.
თავის მხრივ, ირაკლი მამალაძე ბრალდებებს უარყოფს და ირაკლი ფირცხალავას “სერიულ მკვლელს” უწოდებს:
“ძალიან მაინტერესებს, რომელ ოპერაციებში მიმიღია მონაწილეობა, როცა საუბრობს რომ სამმაგი აგენტი ვარ და ინფორმაციას ვაგროვებ ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ-ებზე, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი მიმართულებით იმუშაოს.
მე ვყოფილვარ მაშინ ყველაფერი ამ ქვეყანაში, სკოტლანდ იარდი, ფებეერი. სრული აბსურდია. ფირცხალავას არ ვიცნობ, ვიცი რომ მან ჩაცხრილა კორტებთან ადამიანები. დაასახელოს კონკრეტულად რომელ ოპერაციაში მიმიღია მონაწილეობა. რომელი ჟურნალისტი, სასულიერო პირი ან ლგბტ მიმხელია ამ დრომდე?“- აცხადებს მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთში ,,სახელმწიფო აფხაზეთს,, აღიარებენ (ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიაკახი კალაძეს შესაძლოა თავად მმართველ გუნდშიც დაუპირისპირდნენ