ირაკლი ფირცხალავა და პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მასთან ერთად შიმშილობას იწყებენ

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

პატიმრობაში მყოფი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა და პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მასთან ერთად შიმშილობას იწყებენ.

როგორც ფირცხალავამ “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, მათთვის დიდი პატივია ქვეყნის ოკუპანტთან ბრძოლაში წინა ხაზზე ისევ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ერთად იყვნენ.

“ომის ვეტერანი პოლიციის პოლკოვნიკები, პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვეები, გიორგი ცააძე და ირაკლი ფირცხალავა, სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვიწყებთ მასთან ერთად შიმშილობას.

საქართველო არ იმსახურებს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებს უდგამს ძეგლს ხოლო კანონიერ ქურდ ლავასოღლის, ხსნის ბორკილებს, ესკორტით აცილებს ევროპაში და იმავე ბორკილებს ადებს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელ პრეზიდენტს”, – თქვა ფირცხალვამ.

შეგახსენებთ, მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიმელია: ძალიან მალე ბატონი ღარიბაშვილი იქნება ოპოზიციაში და მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური ვალია, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო