3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი: ვანო გოგლიძე იყო გორში ჩვენი ოფისის ერთ-ერთი მთავარი დამრბევი

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი გადაცემაში “დღის ამბები” გამოეხმაურა ბიზნესმენ ვანო გოგლიძის დაკავებას.

“ეს ადამიანი, რომელიც ახლა დააკავეს და ქართველ გმირ ჯარისკაცებს წლების მანძილზე თურმე აჭმევდა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის  საშიშ პროდუქციას, ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი გორში, ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე გახორციელებული თავდასხმის რამდენჯერმე. ვანო გოგლიძე მე გამახსენდა და ჩვენმა ორგანიზაციის წევრებმაც მითხრეს, რომ სწორად გახსოვსო,  რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი დამრბევი ჩვენი ოფისისო. ასეთი ხალხი არბევდა ნაციონალური მოძრაობის ოფისს, იჭერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და მათ შორის კორუფციასთან მებრძოლ ლევან ხაბეიშვილს”,_ განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 – დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითამთა მიქელაძე: ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ვიაზრებთ რომ კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა