ირაკლი ფავლენიშვილი – თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი, ძალიან რთული

თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი, ძალიან რთული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბრძოლა არ დასრულებულა.

„ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთულია, წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორც აჩვენა ოთხი შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით. ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესული, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაგრძელდება.

რაც შეეხება მომავალში ამ ბრძოლას, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან სოლიდარული ვიყოთ, კონსოლიდირებული და ვისწავლოთ წარსულის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ორიენტირება და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩვენი თანამებრძოლები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: სოლიდარობა ახალ პოლიტპატიმრებს! პროტესტის დისკრედიტაცია არ გამოვა
შემდეგი სტატიასტრატეგია აღმაშენებელი: ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!