21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს აქცია ჩატარდეს

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით – რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს – სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ეშინია; იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“. კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართველ ხალხთან ერთად, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: ქონების გადასახადისთვის დაწესებული ბარიერის ზრდა ჩვენს გეგმაშიც შედიოდა, როგორც ჩანს, ეს „ოცნებამაც“ იცოდა