„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ სხდომებზე ოპოზიციის პოზიციური და მორალური უპირატესობა მკაფიოდ გამოჩნდა.
ფავლენიშვილის თქმით, მათი სიმართლე იმდენად თვალსაჩინოა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც კი უკმაყოფილებას იწვევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ხელისუფლების მიერ არის მიტაცებული, რაც მოსამართლის აშკარა პოლიტიკურ კეთილგანწყობასა და მმართველი პარტიის სასარგებლო პოზიციაში გამოიხატება.














