15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი: როცა ქვეყანაში ამყარებ დიქტატურას, ხდები სანქცირების ობიექტი

ყველა შეკრებაზე, იქნება ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ სხვა ორგანო, უნდა ველოდოთ უფრო კრიტიკულ განცხადებებს – როცა ქვეყანაში ამყარებ დიქტატურას, ხდები სანქცირების ობიექტი, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.

ფავლენიშვილი ევროპარლამენტის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის და თბილისის მერის, კახა კალაძის სანქცირების მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპას აქვს თავისი ნორმები და მოქმედების წესი და როდესაც ქვეყანაში ამყარებ დიქტატურას, რეპრესიულ კანონმდებლობას იღებ, ხდები სანქცირების ობიექტი.

მისი თქმით, აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ ივანიშვილის ქმედებები იყო ქვეყნისთვის საშიში და მასში მონაწილე პირების სანქცირებას გამოიწვევდა, რაც შემდგომში ქვეყნის იზოლირებას შეუწყობდა ხელს.

„ჩვენ ამ ხალხის სანქცირება იმიტომ გვაღელვებს, რომ სისტემის მოცილების გარეშე ამდენი ადამიანის სანქცირება და შემდგომში იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავება, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს სრულ იზოლაციას უქადის, ეს არის საშიში, თორემ, გასაგებია, რომ კონკრეტული ინდივიდების სანქცირება, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი ცუდი გააკეთეს, არ იქნებოდა ამდენად შემაშფოთებელი“,
– განაცხადა ირაკლი

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპარლამენტს „დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ“.

banner
წინა სტატიაშიTI- „ქართულმა ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ დაგვიანონსა ბრალის აღიარება- კობახიძე