ირაკლი ფავლენიშვილი: „ქართველ ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკური კარუსელი ივანიშვილის კარზე, მათ აინტერესებთ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამსახური”

„ქართველ ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკური კარუსელი ივანიშვილის კარზე, მათ აინტერესებთ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამსახური. დაიღალა ივანიშვილის ხრიკებით, პოლიტიკური მასკარადებით, მანიპულაციებით და აუცილებლად გათავისუფლდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ.“ -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

„პოლიტიკური კარუსელი ივანიშვილის კარზე, სადაც ადამიანები არ იცვლებიან და ერთი და იმავე ადამიანები სხვადასხვა ადგილს იკავებენ, საერთოდ არ აინტერესებს ქართველ ხალხს, ქართველ ხალხს ჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ჭირდება ღირსეული პენსია, ღირსეული ცხოვრების პირობები და გარემო, რასაც ვერ სთავაზობს „ქართული ოცნება“ და მუდმივად სთავაზობს ივანიშვილის პოლიტიკურ მასკარადებს და პოლიტიკურ მანიპულაციებს, ხრიკებს, რომლითაც ქართველი ხალხი დაიღალა და აუცილებლად გათავისუფლდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ.“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია
შემდეგი სტატიაანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „გუბერნატორი“ ლონდონში დააკავეს