18.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი: პიჯაკების საქმე“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო საქმედ შევიდა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ გადმოიტაბეს 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ 4 ოქტომბერი აშინებს

“ზოგადად ამ პროცესების ჩანიშვნის მიზანი არის ძალიან მარტივი. ჯერ კიდევ ივლისში უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი , მაგრამ გადმოატანინეს 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან 4 ოქტომბერი აშინებს ივანიშვილს ყველაზე მეტად.

რაც შეეხება ზოგადად ამ საქმეს, ყველამ ვიცით, რომ ეს არის შეკერილი საქმეები და ცივილიზებულ სამყაროში არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ შეკერილ საქმეებს, მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ის საქმე, რომელზეც დღეს გამოცხადდება განაჩენი თემურ ჯანაშიასაც ეხება, ეს საქმე გახმაურებულია როგორც “პიჯაკების საქმე”, ასე შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არავისთვის ეს საქმე არ არის დაკავშირებული რა ბრალდების გაჟღერებაც ხდებოდა პროკურატურის მხრიდან, პირიქით, დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, რომელიც ხარჯებს საკუთარი ქვეყნის იმიჯისთვის, საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობისთვის ხარჯავდა, მხილებულია ამ ხარჯებში, რომელიც უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ანუ თავისი უფლებამოსილების გამოყენების გამო არის შეკერილი ეს საქმეები და ყველა ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა კონკრეტული დანაშაულები, არამედ კონკრეტული ადამიანის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება.” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში- თიბისი ახალი თაობისთვის
შემდეგი სტატიასასამართლომ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა