თემურ ცამციშვილის განცხადებით – “სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს იმერეთში ცხოვრობდა 550 000 ადამიანი, 2024 წელს კი ცხოვრობს 442 300 ადამიანი. თითქმის ასი ათასი ადამიანით შემცირდა იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა. თუ წინა ხელისუფლებამ და მიხელ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა ქუთაისს, იმერეთს და არსებობდა კონკრეტული გეგმა როგორ უნდა განვითარებულიყო ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქალაქი, “ქართული ოცნება” უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება თავისი ოცნების ქალაქის მშენებლობის დაპირებით, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ როგორც ხედავთ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა