12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი: ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ  საარჩევნო უბნებზე კი არა, არამედ ქუჩაში გამოვა და ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ – “ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად;

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით – “ამ მოწვევის მიზანი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არავინ არ აპირებს აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში. ამ დროს არანაირი თავპირის მტვრევა და არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს ამის გაკეთება და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას და კარგად იცის ივანიშვილმა ესეც.” -განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველო vs ბულგარეთი – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
შემდეგი სტატიააზად ქარიმოვი: მარნეულში „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას — მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს და რუსთაველის გამზირზე იქნება